ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა

ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

,,სიტუაცია არის ძალიან რთული. სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. დღეს საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბორის კორსანტია შეიწირა ვირუსმა", - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,ფორმულას" ეთერში.

 

ბორის კორსანტია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

წაკითხვა 531 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.