"ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ ეს მძიმე სიტუაცია გამოვასწოროთ" - ზაზა წერეთელი

ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროსთან ერთობლივად მსჯელობს, შეამცირებს მობილობას და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს.

 

„არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომ თუნდაც თვის ბოლოსთვის, როდესაც მოდის ახალი წელი, ჩვენ მეტ-ნაკლებად ამოსუნთქული შევხვდეთ და თუნდაც იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ავადმყოფებთან, ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაისვენონ. შეზღუდვები, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მე ვფიქრობ, არის ძალიან კარგი იმ მიმართულებით, რომ ეს ეხება იმ ძირითად პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის მობილობა, რომ კონტაქტები იყოს უფრო ნაკლები და დავიცვათ სამი ძირითადი პირობა - ნიღბები, ორ მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა. თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეზღუდვებს. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ დაიწყო საუბარი ვაქცინაზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ვაქცინები იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ახლა ბიზნეს სექტორი გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ რამდენიმე თვე ჩვენ უნდა გავიჭირვოთ, მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როდესაც ვაქცინაც გამოჩნდება, გაზაფხულიც დაიწყება და სხვანაირი ენერგიით გავაგრძელებთ ცხოვრებას“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

წაკითხვა 371 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.