ამ გვერდის ამობედვა

როგორ ვაჭამოთ ბავშვს ხილი და ბოსტნეული

ყველამ კარგად ვიცით, რომ ხილის და ბოსტნეულის მიღება აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენმა პატარამ უფრო დიდი რაოდენობით მიიღოს ეს პროდუქტები?

მიეცით ბავშვს ხილი და ბოსტნეული, როგორც წასახემსებელი პროდუქტი – გარეცხეთ ხილი, დაჭერით ის და შეინახეთ მაცივარში.

 

სცადეთ ვეგეტარიანული რეცეპტები – შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში მათი რეცეპტები სპაგეტის, ლაზანიას და სხვის გამოყენებით.

 

დაუდეთ ბავშვს თეფშზე, ყველაზე ცოტა, ერთი მწვანე ან ყვითელი ბოსტნეული – ამ გზით ისინი მიიღებენ A ვიტამინს, ესეთებია: ბროკოლი, ისპანახი, მწვანილი, სტაფილოები.

 

შეიტანეთ რაციონში, ყველაზე ცოტა, ერთი C– ვიტამინით მდიდარი ხილი ან ბოსტნეული – ასეთია: ფორთოხალი, მარწყვი, პომიდორი, ბროკოლი და ა.შ.იყავოთ მაგალითი თქვენი პატარასთვის – მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. იყავით მისთვის მაგალითი.

 

რისი გაკეთება შეგიძლიათ დამატებით?


არ უყიდოთ მაღალკალორიული საკვები, ისეთი როგორიცაა: ჩიფსები, შოკოლადები, ნამცხვრები. ამოიღეთ ხმარებიდან ნაყიდი ხილის წვენები, ან მიეცით შეზღუდული რაოდენობით. ყოელთვის ჭამეთ ოჯახთან ერთად, როდესაც ამის საშუალება იქნება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები რომლებიც საჭმელს მიირთმევენ ოჯახის წევრებთან ერთად ნაკლებად ჭამენ მავნე პროდუქტებს, ტკბილეულს და ა.შ. ასევე ეს ბავშვები უფრო მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ.

 

https://dediko.ge/

წაკითხვა 491 ჯერ

სიახლეები