ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 123 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2 037, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 920 პირი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 200 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 
წაკითხვა 388 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 27 2020

სიახლეები