"ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი იქნება.

ტიკარაძის განცხადებით, შემუშავდება ახალი პროტოკოლი, თუ როგორი გამოყენება ექნება აღნიშნულ პრეპარატს.

 

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან იყო გარკვეული მითითებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა ჩვენ „რემდესივირის“ პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მსჯელობა. დღეის მდგომარეობით, უკვე გავაფორმებთ ჩვენ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე. ასევე, თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება და შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 502 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.