"ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე"
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში, საქართველოში „რემდესივირი“ ხელმისაწვდომი იქნება.
ტიკარაძის განცხადებით, შემუშავდება ახალი პროტოკოლი, თუ როგორი გამოყენება ექნება აღნიშნულ პრეპარატს.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან იყო გარკვეული მითითებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა ჩვენ „რემდესივირის“ პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მსჯელობა. დღეის მდგომარეობით, უკვე გავაფორმებთ ჩვენ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში „რემდესივირი“ იქნება ადგილზე. ასევე, თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება და შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"
- "ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი"
- "მამული, ენა, სარწმუნოება - არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა" - მიხეილ სარჯველაძე