"პიკში ვართ ახლა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე"

პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა.

 

„ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაიწყებოდა. ანუ ვპროგნოზირებდით ნოემბრის მეორე ნახევარში და ვიცით, რომ პიკში შესული ვართ. ყველდღიურად 3-დან 4000-მდე ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს. დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, იმიტომ, რომ შაბათ-კვირას ასეა ხოლმე, განსაკუთრებით კვირას. ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესებულია. შესაძლებელია, იყოს კიდევ უფრო ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 358 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.