ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, 2 947 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  2 947  - გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1 387 კი გარდაიცვალა.

წაკითხვა 364 ჯერ