ამ გვერდის ამობედვა

,,არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება" - რატიანი

იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, ეს მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

ლევან რატიანმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა.

 

„თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ეფექტურობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ა.შ. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება, გადარჩეს. 

ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულს. თუ იმის ხმის მოსმენა და დანახვა გვინდა, ვინც ძალიან გვიყვარს, ინტერნეტით ვნახოთ; ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა ,,პირველი არხის" ეთერში.

წაკითხვა 512 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 25 2020