ამ გვერდის ამობედვა

"საახალწლოდ გაზრდილი მობილობის შედეგები 10-14 რიცხვისთვის გამოჩნდება"- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დაახლოებით 10-14 რიცხვისთვის გამოჩნდება, როგორ აისახება გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მოიმატებს თუ არა ამის შედეგად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა.

იმნაძე ვარაუდობს, რომ შემთხვევების მატება იქნება, თუმცა გააჩნია, როგორი იქნება გავრცელების მასშტაბი.

 

„პირველ რიგში, გაზრდილი მობილობის შედეგები გამოჩნდება სადღაც 10-14 რიცხვისთვის, გამოჩნდება, ხომ არ მიგვიყვანს ეს შემთხვევების მატებამდე. ალბათ მატება იქნება, გააჩნია, რა მასშტაბებით. უფრო საშიში რა თქმა უნდა იქნებოდა საახალწლო სუფრები, სადაც ადამიანები ნიღბის გარეშე იქნებოდნენ. დანარჩენი რა ინფორმაციაც მაქვს, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრბში კარგად იყო დაცული დისტანცია. პირველის სუფრის და სტუმრიანობის შედეგები სადღაც 10-14-ში გამოჩნდება“, – განუცხადა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს.

წაკითხვა 394 ჯერ