March 29, 2024

"თებერვალში ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით" - ეკატერინე ტიკარაძე

თებერვალში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით  ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.

 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ „კოვაქს“ პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნის მხრიდან აუცილებლად მოითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და „კოვაქს“ პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით  ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 491 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.