March 28, 2024

"პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება ზაფხულშიც" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება, თუ მოსახლეობა რეგულაციებს დაიცავს.

 

მისივე თქმით, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც.

 

"თუ წესებს დავიცავთ მატება არ იქნება და შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება. მაინც რესპირატორუილია ეს დაავადება და ზაფხული ხელს შეგვიწყობს. თებერვლიდან რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა რეგულაციების შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. რაც შეეხება რეგულაციების დაცვის კონტროლის გამკაცრებას, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული რეგულაციების დაცვაზე და მას არ უთქვამს, რომ თავად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეს აბსოლუტურად სწორია," - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.

წაკითხვა 344 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.