April 25, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 332 თბილისში, 100 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარაში 51, იმერეთში 100, ქვემო ქართლში 46, შიდა ქართლში 72, გურიაში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 73, კახეთში 58, მცხეთა-მთიანეთში 17, სამცხე-ჯავახეთში 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხუთი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 1 758, აჭარაში 309, იმერეთში 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში 368, აჭარაში 62, იმერეთში 189.

 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში 159, აჭარაში 7, იმერეთში 27.

649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 თბილისში, 303 აჭარაში, 37 იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში 219, აჭარაში 106, ხოლო იმერეთში შვიდი.

 

სულ 6 ოქტომბრიდან 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში 13 918 პირი, აჭარაში 1 942, იმერეთში 2 799.

წაკითხვა 391 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.