კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 332 თბილისში, 100 კი იმერეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარაში 51, იმერეთში 100, ქვემო ქართლში 46, შიდა ქართლში 72, გურიაში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 73, კახეთში 58, მცხეთა-მთიანეთში 17, სამცხე-ჯავახეთში 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხუთი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 1 758, აჭარაში 309, იმერეთში 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში 368, აჭარაში 62, იმერეთში 189.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში 159, აჭარაში 7, იმერეთში 27.
649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 თბილისში, 303 აჭარაში, 37 იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში 219, აჭარაში 106, ხოლო იმერეთში შვიდი.
სულ 6 ოქტომბრიდან 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში 13 918 პირი, აჭარაში 1 942, იმერეთში 2 799.
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა