ამ გვერდის ამობედვა

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

მისი თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას მსგავ­სი არა­ფე­რი უთ­ქვამს.

 

ქ. ქუ­თა­ის­ში COVID კლი­ნი­კე­ბის ექი­მებ­თან შეხ­ვედ­რის დროს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე სი­ტყვა-სი­ტყვით ვთქვი (და ეს ყველ­გან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია), რომ მხარს ვუ­ჭერ ა.წ. 1 თე­ბერ­ვლი­დან შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას/მოხ­სნას , მაგ­რამ ერთი პი­რო­ბით, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის (პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და ა.შ.) შეს­რუ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი.

 

ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რომ ეს პრინ­ცი­პუ­ლად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მეა. რაც შე­ე­ხე­ბა ბ-ნ სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას ჩემს "მავ­ნებ­ლო­ბა­ზე", ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან მი­მაჩ­ნდა, რომ ბ-ნი სერ­გო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სე­რი­ო­ზუ­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და მეტ-ნაკ­ლე­ბად ობი­ექ­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, შევ­ცდი. ბა­ტო­ნო სერ­გო!

 

თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, რომ ჩემი "მავ­ნებ­ლო­ბა" მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვცდი­ლობ და მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ იმის­თვის (და არც თუ წა­რუ­მა­ტებ­ლად), რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი COVID-19-ით ავად­მყო­ფი გა­დარ­ჩეს და ქვე­ყა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სად და ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით გა­უმკლავ­დეს COVID-19-ის პან­დე­მი­ას. სწო­რედ ეს გა­ღი­ზი­ა­ნებთ თქვენ და თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე "ჰე­ი­თე­რებს" (სხვი­სი წარ­მა­ტე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­მართ ფო­ბია), რად­გან ხელი გეშ­ლე­ბათ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. თქვენ და თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, მათ შო­რის ახ­ლად­შექ­მნილ ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან არა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­გი­კე­თე­ბი­ათ ქვეყ­ნის და მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, სულ მცი­რე­დი­თაც კი არ შე­გი­წუ­ხე­ბი­ათ ამის­თვის თავი და მოქ­მე­დებთ პრინ­ცი­პით "რაც უა­რე­სი, მით უკე­თე­სი".

 

თქვენ გჭირ­დე­ბათ აპო­კა­ლიფ­სი, რათა შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა აამ­ხედ­როთ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. და­არ­წმუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი არა­ფერს და ვე­რა­ფერს აკე­თებს მათ და­სა­ცა­ვად და ამის გა­და­ფარ­ვას მხო­ლოდ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბით და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბით ცდი­ლობს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლია, ხოლო მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბე­დის ანა­ბა­რად მი­ა­ტო­ვა.

 

ვინ ვინ და თქვენ ხომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცით, თუ რა ხდე­ბა სქვა ქვეყ­ნებ­ში - რამ­დე­ნად უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა იქ - რომ ინ­გლის­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ის­რა­ელ­ში, ბელ­გი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი/ლო­ქ­და­უ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით, შე­უ­და­რებ­ლად უფრო მკაც­რია ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში და კი­დევ უფრო მკაცრ­დე­ბა. ამ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნებს უსა­ბუ­თოდ ბი­ნი­დან გა­მოს­ვლაც კი ეკ­რძა­ლე­ბათ და მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში, მარ­კეტ­სა და აფთი­ქა­ში შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა და ა.შ. ვინ და­ი­ჯე­რებს, რომ თქვენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე და ჩვენ­ზე მე­ტად გა­დარ­დებთ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი ან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ბედი. მარ­თლა ასე რომ იყოს, თქვე­ნი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არ უსაყ­ვე­დუ­რებ­დნენ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, თუ რა­ტომ არ და­უშ­ვეს გა­ზა­ფხულ/ზა­ფხულ­ზე COVID-19-ის ე.წ. „დო­ზი­რე­ბუ­ლი“ გავ­რცე­ლე­ბა?! (სრუ­ლი ნონ­სენ­სი).

 

არ გა­აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას?! (იხ. ცნო­ბი­ლი პოს­ტი და მი­მარ­თვა მთავ­რო­ბი­სად­მი), არ ურ­ჩევ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას და COVID ავად­მყო­ფებს (ბოლ­შე­ვი­კუ­რი პლა­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) უარი სთქვან თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო გა­მოკ­ვლე­ვებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე?! არ გა­მო­ვი­დოდ­ნენ COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ რემ­დე­სი­ვი­რის, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტე­ბის პლაზ­მის და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, არ გა­ი­ლაშ­ქრებ­დნენ COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ა.შ. და ა.შ. აი სწო­რედ ეს არის მავ­ნებ­ლო­ბა და თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტის და გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა ამას ვერ ხვდე­ბო­დეს. ან ავი­ღოთ თუნ­დაც დიდი ქა­ლა­ქე­ბის სკო­ლებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია და ყვე­ლა სკო­ლის უპი­რო­ბოდ გახ­სნის მო­თხოვ­ნა, იმ მო­ტი­ვით, რომ ამის არ­გა­კე­თე­ბა ისეთ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ბავ­შვებს, რომ­ლის ანა­ზღუ­რე­ბაც ვე­რას­დროს მო­ხერ­ხდე­ბა.

 

ვინ და­ი­ჯე­რებს,რომ ამ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კამ­პა­ნი­ე­ბის ავ­ტო­რებს ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე და გა­ნათ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ზე მე­ტად აღელ­ვებთ ბავ­შვე­ბის ბედი. ან კი­დევ ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სკო­ლებ­ში უფრო მეტი შე­ზღუდ­ვე­ბია, ვერ ხვდე­ბი­ან რა უფრო სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის და ქვეყ­ნის­თვის - სკო­ლე­ბის გახ­სნა, თუ არ გახ­სნა. როცა ამ კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19 ბავ­შვებს დიდ საფრ­თხეს არ უქ­მნის, ჯერ ერთი ეს ასე არ არის, რა­საც მოწ­მობს თუნ­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ე.წ. მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის ათე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა და გარ­და ამი­სა, ამ ბავ­შვებს ხომ ჰყავთ მშობ­ლე­ბი, ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი, რო­მელ­თაც ისი­ნი და­ას­ნე­ბოვ­ნე­ბენ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში COVID-19-ის ეპიდ. სი­ტუ­ა­ცია ისევ მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რაც ბუ­მე­რან­გი­ვით და­არ­ტყამს, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს, ისე მათი ცხოვ­რე­ბის დო­ნეს და ეკო­ნო­მი­კას. აი, ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე და სი­მარ­თლე, რისი აღი­ა­რე­ბაც თქვენ და თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ცო­ცხა­ლი თა­ვით არ გინ­დათ" - ნათ­ქვა­მია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წაკითხვა 452 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2021