April 25, 2024

"გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე" - თენგიზ ცერცვაძე

ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვევები ნულამდე დავა - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. 

 

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიმართოს სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, რადგან დაავადება დამძიმების რისკებს შეიცავს.

 

"ჯობია შეცდომა დავუშვათ ზედმეტი სიფრთხილის თვალსაზრისით, ანუ ამ შემთხვევაში ჯობია ჰიპერდიაგნოსტიკა, ვიდრე ჰიპოდიაგნოსტიკა. პირველივე ეჭვების გაჩენისთანავე, აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფოს, ან ოჯახის ექიმს, ან შეიძლება პირდაპირ ჰოსპიტალს, ვინაიდან დაავადება შეიცავს დამძიმების რისკებს,

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც, თუ მოსახლეობა არ მიმართავს დაგვიანებით ექიმს, გარდაცვალების შემთხვევები დავა ერთეულამდე ან ნულამდე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

წაკითხვა 491 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.