ამ გვერდის ამობედვა

"ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა გადის პირბადეებზე"

"ექიმები და არც შესაბამისი სტრუქტურები არ უნდა ავყვეთ ზოგიერთების პოპულიტურ მოწოდებებს, რომ დღესვე მოიხსნას ყველა რეგულაცია", - ასე გამოეხმაურა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რესტორატორთა პროტესტს.

ცერცვაძის თქმით,. ნაადრევად მიღებული გარაწყვეტილებებთ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეჭრვებული მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება. 

 

"ორი პირობა უნდა შესრულდეს: ერთი - რეგულაციების მოხსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ეპიდსიტუციის გათვალისწინებით და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - პირბადეების ხმარება, პირბადეების ხმარება...

 

მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს, უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი კეთილდღეობა და თუნდაც ნორმალური ცხოვრებისკენ ჩვენი მისწრაფება და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა გადის პირბადეებზე", - განაცხადა ცერცვაძემ.

წაკითხვა 520 ჯერ