"გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია" - ცერცვაძე

COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

მისივე ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ის მკურნალობის კლინიკურ ჯგუფთან ერთად COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად წარმატებით იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებს და მიდგომებს, რომელთა შორისაა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმა. 

 

,,ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ. 

 

კონვალესცენტის პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე (პირველი 10 დღე), როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური რეპლიკაცია (გამრავლება). პლაზმის ეფექტიანობა დამოკიდებულია მასში ე.წ. დამცავი (მანეიტრალიზებელი) ანტისხეულების კონცენტრაციაზე.

 

COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სამკურნალოდ აღნიშნულ მეთოდს მიღებული აქვს აშშ FDA-ის ნებართვა (23 აგვისტო, 2020 წ.) გადაუდებელ შემთხვევებში მისი გამოყენების (Emergency Use Authorization) თაობაზე. 

 

უფრო მეტიც, 2020 წლის ივლისში აშშ FDA-ის ხელმძღვანელმა Stephen Hahn-მა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს მოუწოდა პლაზმის დონაციაზე სხვების (COVID-19-ით პაციენტების) სიცოცხლის გადასარჩენად. მისი გამოსვლა დღემდე არის განთავსებული ინტერნეტ სივრცეში", - წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

წაკითხვა 429 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.