April 25, 2024

COVID-19 გადატანილი ადამიანები ვირუსის ახალი შტამებით დაინფიცირდნენ - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომელთაც სხეულში COVID-19-ის მიმართ ანტისხეულები აქვთ, დაავადების ახალი შტამით ინფიცირდებიან. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.

"წინასწარი მოხსენებები სამხრეთ აფრიკიდან იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მქონე პირებს შეიძლება ვირუსის ახალი, უფრო ინფექციური ვარიანტით, დაინფიცირდნენ", - აცხადებენ ჯანმოში.

 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწყისი მონაცემების თანახმად, ვაქცინები შესაძლოა ახალი შტამების მიმართ ნაკლებად ეფექტური იყოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში  ვაქცინაცია დაავადების სიმძიმეს ამსუბუქებს.

 

ამასთან გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია კვლევა, რომლითაც მტკიცდება, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე კორონავირუსით სამხრეთ აფრიკელების 63% იყო ინფიცირებული. 

წაკითხვა 403 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.