ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიოში კორონავირუსზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

კორონავირუსზე ვაქცინაცია, 20 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით 200 269 332 ადამიანს ჩაუტარდა, რაც დედამიწის მოსახლეობის 2,6%-ს შეადგენს. 

 

ამავდროულად, ვაქცინირებულთა 65% აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთზე მოდის.

 

შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე უკვე 60 მილიონზე მეტი (მოსახლეობის დაახლოებით 18,5%) ადამიანი აცრეს.  ჩინეთში ვაქცინაცია ჩაუტარდა 40,5 მილიონ მოქალაქეს (3%). დიდ ბრიტანეთში 17,5 მილიონზე მეტი ადამიანი (26,4%) უკვე აცრილია. ინდოეთში აცრა 10,7 მილიონ (მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები) ადამიანს ჩაუტარდა. 

 

ამავდროულად, ვაქცინირებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილი ისრაელში ფიქსირდება, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მაცხოვრებლების 80,3%-მა მიიღო. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კორონავირუსზე მოსახლეობის 49,8%-ია აცრილი, სეიშელის კუნძულებზე კი - 56,8%.

წაკითხვა 434 ჯერ