რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით რეინფიცირება

“კორონავირუსით რეინფიცირება არის ის შემთხვევა, როცა ადამიანმა კოვიდი უკვე გადაიტანა და მისი მსხვერპლი ხელმეორედაა - ეს კი მაშინ ხდება, თუ ადამიანს ვირუსის მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ აქვს, ან ანტისხეულები კარგად არაა გამომუშავებული.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევები ძირითადად მსუბუქი ფორმით მიდის და ლეტალურ შემთხვევებზეც ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, აცხადებენ, რომ ესეც ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული დაავადება როგორი მიმდინარეობის იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როგორც მან განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი მიმდინარეობისაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში ხდება კორონავირუსით რეინფიცირება და როგორ აისახება ეს პანდემიის მსვლელობაზე.

 

“ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 - 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის”, - განაცხადა გამყრელიძემ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირება იშვიათია და ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს. “რეინფიცირება არც ისე ხშირად ფიქსირდება, მაგრამ, რამდენიმე ერთეული შემთხვევა ვიცი. თუმცა, იმ პაციენტებში მსუბუქად განვითარდა და ყველაფერი კარგად დამთავრდა, დამძიმებული რეინფიცირების შემთხვევა არ გამიგია. ესაა გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ანტისხეულები გაქრება. მიუხედავად იმისა, რომ უჯრედული იმუნიტეტი რჩება, შესაძლოა რეინფიცირება მაინც მოხდეს, მაგრამ არც ისე ხშირად”, - განმარტა მან. კითხვაზე რამდენად სწორია მიდგომა, როცა ადამიანი კორონავირუსს მოიხდის და პირბადეს აღარ ატარებს, ინფექციონისტმა გვითხრა, რომ ყველა შემთხვევაში პირბადე აუცილებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს სწორი მიდგომა არაა, სამ თვემდე კიდევ შეიძლება, მაგრამ მაინც უნდა გაიკეთონ, ანუ პირბადე ყველასთის აუცილებელია, ვინც გადაიტანა და ვინც არა. პირბადეების ტარებამ იმიტომ, იკლო, რომ ხალხი გათამამდა, ცოტაა შემთხვევები და ზოგმა გადაიტანა და ალბათ ამიტომ. წესით არ უნდა მოიკლოს და ყველა უნდა ატარებდეს”, - განაცხადა ენდელაძემ. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონმტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეების ტარებამ საგრძნობლად იკლო და 75-დან 43%-მდე დაეცა. ამ ფაქტს სპეციალისტები უკავშირებენ იმას, რომ ახლა ეპიდვითარება გარკვეულწილად დასტაბილურებულია, რამაც საზოგადოების ყურადღების მოდუნება გამოიწვია. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” რეინფიცირების გამომწვევ ორ მიზეზზე საუბრობს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ხელმეორედ ადამიანი იმ შემთხვევაში დაინფიცირდება, თუ მას ამა თუ იმ ვიორუსის მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტი არ აქვს, ჯერ ბოლომდე კიდევ გარკვეული არაა ეს ის კორონავირუსია, თუ არა, რომლითაც ადრე იყო დაინფიცირებული. მეორე მომენტი არის ის, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვირუსს გადაიტანს, მას იმუნიტეტი მაინც არ აქვს. რეინფიცირების მიმდინარეობას რაც შეეხება, ადამიანს გააჩნია, მისი ანამნეზი რამდენად დამძიმებულია, თუმცა, წესით უფრო მსუბუქად უნდა მიმდინარეობდეს და რეინფიცირებით გარდაცვალების შემთხვევები მე არ ვიცი, როგორც ვიცი ჯერჯერობით არ ყოფილა... კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პირბადე ყველამ გაიკეთოს, ვინც გადაიტანა და არ გადაიტანა, თუნდაც იმიტომ, რომ რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირდეს. პირბადე გამოცხადებულია ბრძანებით, რომ ყველამ უნდა ატაროს, იქ არ წერია, რომ მოხდილი ვისაც აქვს, ან არ აქვს მოხდილი. ასე რომ, მე პირბადის არ ტარების კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

წაკითხვა 648 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.