რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა

კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში კვლევებზე იმყოფება.

რა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს პაციენტს აღნიშნული დაავადებით:

 

ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო.

 

ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ტკივილი კეფის არეში, თავბრუსხვევა,​ დისკომფორტი კისრის არეში, ყურებში შუილი, წონასწორობის დარღვევა, ყურადღების ცუდი კონცენტრაცია, მხედველობის დაქვეითება, დაღლილობა და ა.შ.

 

ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, კისრის ოსტეოქონდროზია.

 

საკუთარი დიაგნოზის შესახებ კახა კალაძემ "ფეისბუქზე" ცოტა ხნის წინ დაწერა.

წაკითხვა 850 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 26 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.