ამ გვერდის ამობედვა

"შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება, მოსალოდნელია მესამე ტალღა" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას პროგნოზირებს.

ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

 

გამყრელიძის თქმით, სურათი ჰგავს იმ საწყის ეტაპს, რაც ქვეყანამ უკვე გაიარა.

 

"დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

მისი შეფასებით, ეპიდვითარების უარესდება და მოსალოდნელია მესამე ტალღა.

წაკითხვა 368 ჯერ

სიახლეები