დაწესდება თუ არა შეზღუდვები 15 აპრილიდან - მინისტრის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იქნება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და აღდგომამდე 1 კვირით ეცოდინებათ, რა გეგმა აქვთ დღესასწაულებთან მიმართებაში.
"დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება და ალბათ, აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში", - თქვა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საბჭოს, ამ ეტაპზე, არ უმსჯელია, დაწესდება თუ არა შეზღუდვები 15 აპრილიდან.
"ამ ეტაპისთვის, საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა იცით, რომ რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითიც, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა", - აღნიშნა ტიკარაძემ.
მან მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესების. ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა", - თქვა ტიკარაძემ.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"