ამ გვერდის ამობედვა

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებისთვის - განმარტება

უსაფრთხოა თუ არა სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინა - ამ კითხვაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინას ასეთი ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებში უკუჩვენება არ გააჩნია.

,,არავითარი უკუჩვენება სეზონურ ალერგიას, ან არასეზონურ რინიტს და თვალის ლორწოვანის ალერგიულ ანთებას ვაქცინაციასთან არ გააჩნია და მათ შორის, არც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან. თუ მათ ეს სიმპტომები ახლა გამოხატული აქვთ, მივიდნენ ექიმთან, გაიარონ კონსულტაცია და მკურნალობის ფონზე მოხდება მათი ვაქცინირება. აქ რაიმე გადაუჭრელი დილემა არ არსებობს," - განაცხადა ბიძინა კულიმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

წაკითხვა 406 ჯერ