ამ გვერდის ამობედვა

ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს და შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია, მოსახლეობამ რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვას.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე პირველი მტერი არის სუფრა.

 

„შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები. ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც რეგულაციები დაცულია, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ამასთან, როგორც იმნაძემ განაცხადა, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრების დამატება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.

 

„რა თქმა უნდა, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრების დამატება არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

წაკითხვა 418 ჯერ