კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 180 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 324 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 856 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 317 719-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.59%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 297 676-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 227 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 867 პირი, მათ შორის, თბილისში - 446, აჭარაში - 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 605 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 036 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 794 პირი, აჭარაში - 2 522, იმერეთში - 893.
სიახლეები
- 5 ყველაზე გავრცელებული, გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომლებიც მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს აბნევს
- "საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“ - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 ოქტომბრისთვის
- "საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი
- "პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია" - ზელენსკი