აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის მიმღებთა ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე შეამცირა.

 

დეკემბრის თვიდან ამ დრომდე შეერთებულ შტატებში Pfizer-თ ვაქცინაცია მხოლოდ 16 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ, ახლა კი FDA-ს გადაწყვეტილებით 12-15 წლის მოზარდებში მისი გამოყენება დასაშვები გახდა. 

 

„ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის დავიცვათ ახალგაზრდა პოპულაცია Covid-19-ისგან, რაც გვაახლოებს ნორმალურ ცხოვრებასა და პანდემიის დასასრულთან. ბავშვების მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ იყვნენ სრულიად დარწმუნებულნი, რომ სურსათისა და წამლის სააგენტომ მკაცრად და საფუძვლიანად შეისწავლა ყველა არსებული მონაცემი, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემაზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ახლა უკვე კვლევები 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება. შედეგი, სავარაუდოდ, ზაფხულში გახდება ცნობილი.

წაკითხვა 356 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.