April 23, 2024

თუ ზაფხულში პირბადეს არ გაიკეთებთ, ალბათ, პოლიცია ჯოხით ირბენს - ჩალაძე

ჩვენ მგონი სერფინგით ვართ დაკავებული და ამ ტალღებზე, სასიამოვნოდ დავსრიალებთ წინ და უკან, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ქვეყანაში არსებული პანდემიის მესამე ტალღა.

ჩალაძის თქმით, ხელისუფლება პანდემიას შეზღუდვების გარდა ქუჩების მორეცხვით ებრძვის, რაც რა თქმა უნდა არაეფექტურია.

 

"ხელისუფლება პანდემიას შეზღუდვების გარდა, "რემდესივირით" და ქუჩების მორეცხვით ებრძოდა და ახლა ისევ იწყება ქუცების მორეცხვა, რაც რა თქმა უნდა არაეფექტურია. მე თბილისის მერს მინდა მივმართო, ბატონო კახი, ქუჩების მორეცხვა კი არა აბლაბუდებიც ჩამოწმინდეთ სადარბაზოებში, ესეც მნიშვნელოვანი იქნება. 

 

რაც შეეხება ზაფხულში პირბადის ტარება, მოსახლეობას მოუწევს ტარება ან დააჯარიმებენ, როგორც პირველი ტალღის დროს მგზავრის წინა სავარძელზე ჯდომა იყო აკრძალული ისე იქნებ ესეც. თუ არ გაიკეთებენ ალბათ პოლიცია ჯოხით დაიწყებს სირბილს", - განაცხადა

წაკითხვა 414 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.