რა რეკომენდაცია აქვს ამირან გამყრელიძეს ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის

საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იმ შეღავათებზე მსჯელობს, რომლითაც, შესაძლოა, ვაქცინირებულმა ადამიანებმა ისარგებლონ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი რეკომენდაციაა, ორჯერ აცრილი ადამიანებისთვის "კომენდანტის საათი" მოიხსნას. 

 

ამირან გამყრელიძე აღნიშნული შეზღუდვის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" სრულად მოხსნა არ იგეგმება. 

 

"კომენდანტის საათს" აქვს ის შედეგი, რომ 2000-ის და 1500-ს ნაცვლად, არ გვაქვს ინფიცირების 3000 შემთხვევა. ერთ-ერთი მთავარი პანდემიასთან ბრძოლაში არის მობილობის დაგდება და შემცირება, "კომენდანტის საათი" სერიოზულად აგდებს მობილობას. 

 

ახლა სანამ პიკში ვართ და ეს არ წამოვა ქვემოთ, საუბარი მოხსნაზე არ არის. ჩვენ ჯერჯერობით სხვა მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებზე ვერ მივდივართ, მთელი რიგი მიზეზების გამო. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ვისაც ექნება ორჯერადი აცრა, მისთვის "კომენდანტის საათი" შემსუბუქდეს ან მოიხსნას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.

წაკითხვა 443 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.