რომელი ვაქცინაა ეფექტური ინდური შტამის მიმართ - FirstNews.ge-ს ექსკლუზივი

ბოლო კვლევების მიხედვით, მინდა გახაროთ, რომ ყველა არსებული ვაქცინა, განსაკუთრებით "მოდერნა" და "ფაიზერი", ისეთივე ეფექტურია ინდური შტამის მიმართ, როგორც აქამდე ცნობილი კოვიდ-19-ს სხვა შტამების შემთხვევაში, - ამის შესახებ FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერმა, - ფრიდონ შუბითიძემ ექსკლუზიურად განუცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი, რომელიც ცნობილია როგორც B.1.617 სახეობა, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ჩინური, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი.

 

"ისე, როგორც სხვა შტამები ინდურ B.1.617 შტამიც აერთიანებს 10-ზე მეტ მუტაციას და მათ შორის ორ ცნობილ, განსაკუთრებულად საშიშ, ბრაზილიურსა და კალიფორნიულ მუტაციებს.

 

ინდური შტამის მეცნიერული შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე სახეობის მუტაცია მოთავსებულია კოვიდ ვირუსის იმ ნაწილთან, რომელიც უშუალოდ ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემასთან ზემოქმედებას. ამიტომაც, ინდურ შტამს ორმაგი მუტაციური შტამი ეწოდება. ინდური შტამის მიმართ მეცნიერთა შიში გამოწვეული იყო კითხვით: - თუ რა მოხდებოდა, როდესაც ეს ორივე (ბრაზიული და კალიფორნიული) მუტაცია ერთდროულად მოხვდებოდა უჯრედში;  ანუ მოხდებოდა თუ არა მუტაციების შედეგების გაერთიანება და კოვიდვირუსის გაძლიერება. საბედნიეროდ, მეცნიერულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ინდური შტამი ორმაგი მუტაციით არ არის უფრო მეტად დამაზიანებელი სხვა სახეობის ვირუსებთან შედარებით,"- აცხადებს ფრიდონ შუბითიძე FirstNews.ge-თან საუბარში.

წაკითხვა 626 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 15 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.