ამ გვერდის ამობედვა

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ" - გამყრელიძე

მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ, დაღმავალ ფერდზე ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აჭარაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

"ეპიდსიტუაცია მშვიდდება ისე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი და ინდიკატორი, როგორიც გახლავთ მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე. იგივე, დადებითობის პროცენტი აჭარაში დღეს გვაქვს 2 %-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში რამდენიმე ათეულია და მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, ანუ 100-ს არც ასცდენია. ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი 19 000 აცრა ჩატარებულია აჭარაში. პანდემიის დასრულების გზა გადის აცრაზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 350 000 აცრის ჩატარება. ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა, მათ შორის აჭარაში 2 000-დან 3 000-მდე აცრა უნდა ტარდებოდეს. ამის ყველა საშუალება აჭარის სამედიცინო ქსელს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი შესრულდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 381 ჯერ

სიახლეები