ამ გვერდის ამობედვა

ეპიდ - ვითარება საქართველოში 14 ივნისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 10 442 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 311  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 936  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.98 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 442 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 216 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 226 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 311 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  354 276-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.30%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 862 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 798, აჭარაში - 278, იმერეთში - 398. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 692 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 73, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 194 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 13. 596 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 331 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

სულ  6 ოქტომბრიდან - 13 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 853 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 890 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 104, პირი, აჭარაში - 1 490, იმერეთში - 1 022.

წაკითხვა 376 ჯერ