გაწუხებთ უძილობა? - ეს უნდა წაიკითხოთ

მშვიდი და სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაგრამ რა ვქნათ, თუ ცხვრების დათვლაც კი აღარ გვშველის? მიირთვით ძილის წინ, ან დღის რაციონში ჩასვით შემდეგი პროდუქტები და მშვიდი ძილი თქვენთვის რეალობად იქცევა.

 

გვირილის ჩაი

სულაც რომ არ გიყვარდეთ მცენარეული ნაყენები, გვირილის ჩაი მაინც ყველა სამზარეულოშია. იგი ფართოდ გამოიყენება როგორც ბავშვებში ასევე დიდებში, როგორც ჩვეულებრივი მუცლის ტკივილისას ასევე დასამშვიდებლად. გვირილის ჩაი შეიცავს აპიგენინს, ეს ანტიოქსიდანტი ასუსტებს ჩვენს ტვინში არსებულ გარკვეულ რეცეპტორებს და კარგად ებრძვის უძილობას. სტრესული დღის ბოლოს მიიღეთ ერთი ჭიქა ჩაი და მშვიდად იძინეთ. უკეთესია თუ პარალელურად ტელევიზორს და სმარტონებს გადავდებთ და მშვიდ მუსიკას მოვუსმენთ.

 

ალუბლის წვენი

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ რაციონში ახლად გამოწურული ალუბლის წვენის ჩართვა საგრძნობლად აუმჯობესებს ჩვენი ძილის ხარისხს. ასევე საგულისხმოა, რომ ერთი ჭიქა წვენი შეიცავს პოტასიუმის დღიური ნორმის დაახლოებით 15%-ს.

 

ნიგოზი

ნიგოზი შეიცავს 19-მდე ვიტამინსა და მინერალს, იგი განსაკუთრებით მდიდარია მაგნეზიუმით, ფოსფორით, მანგანუმითა და თუთიით. ძილის წინ წასახემსებლებს შორის ნიგოზი საპატიო ადგილს იკავებს, მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმს ეხმარება მელატონინის გამოყოფაში.

 

ნუში

ნუშის რეგულარული მიღება ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტისა და გულის ქრონიკული დაავადებების რისკს. 30 გრამი ნუში შეიცავს ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმის 18% ფოსფორს და 23% რიბოფლავინს. მელატონინის შემცველობის გამო კი მშვიდ ძილშიც გვეხმარება.

 

ფორთოხალი და გრეიპფრუტი

იცოდით, რომ C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძილის დარღვევას? C ვიტამინის დღიური ნორმა ზრდასრულთათვის 65-90 მილიგრამია, ანუ დაახლოებით ერთი მოზრდილი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი. ძილის გარდა იგი მოგიხსნით ფეხების დაღლისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

 

ბანანი

ეს ხილი პოტასიუმისა და მაგნეზიუმის კარგი წყაროა, რაც ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. ხოლო მასში შემავალი ტრიპტოფანი და ამინო მჟავები ხელს უწყობენ სეროტონინის გამოყოფას.

 

თაფლი

ერთი კოვზი თაფლი ძილის წინ საკმარისია ტვინში მელატონინის აქტივაციისთვის. განსაკუთრებით კარგია თბილ რძესთან ერთად მისი მიღება. რძე ნატურალური სედატიური საშუალებაა ხოლო თაფლში არსებული ნახშირწყლები აჩქარებენ პროცესს. 

წაკითხვა 397 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.