ამ გვერდის ამობედვა

დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები - ტიკარაძის განმარტება

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, დამატებითი შეზღუდვების შემოღება მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, მიიჩნევენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული, დღეს არსებული შეზღუდვები შესაბამისობაშია არსებულ ეპიდვითარებასთან და მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში ჰქონდეთ. 

 

"დღეს საკმაოდ ფართოდ გვაქვს გაშლილი ვაქცინაციის პუნქტები და მნიშვნელოვანია ყველა ამ პუნქტის აქტიურად გამოყენება იმისთვის, რომ რესურსი სწორად გადანაწილდეს. მნიშვნელოვანი გადატვირთვების ფონზე, რომელიც დღეს სამედიცინო სექტორს გააჩნია, რესურსები სწორად უნდა ვმართოთ. ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნამდვილად ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალურ ცენტრში აქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული რესურსით, შევძლებთ, სწორად ვმართოთ ეპიდვითარება. ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შესაბამისი ამცრელი პუნქტები დავამატოთ", - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

წაკითხვა 384 ჯერ