ამ გვერდის ამობედვა

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 16 აგვსტოს დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 730 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 484 254-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.09%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 425 651.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა - 538, იმერეთი - 319, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 80, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 297, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 176, აჭარაში - 931, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 143, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 18, იმერეთში - 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 043 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 018, პირი, აჭარაში - 6 968, იმერეთში - 4 986.

წაკითხვა 320 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 16 2021

სიახლეები