ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, დავაგვიანეთ" - გიორგი ფხაკაძე

"ჩვენ კა­ტას­ტრო­ფას თავს ვე­ღარ და­ვაღ­წევთ, სამ­წუ­ხა­როდ, და­ვაგ­ვი­ა­ნეთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება.

 

"ამას კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბი ემა­ტე­ბა, მე­ო­რე კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც მო­დის. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნოა და არა ის, რაც ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა პირ­ველ ივ­ლისს ჩა­სა­კე­ტი იყო, არა­ვინ ჩა­კე­ტა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სულ სხვაგ­ვა­რად იყო ასა­წყო­ბი.

 

ჩვენ­თან ახლა ის სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. როცა პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, მე ბიზ­ნე­სი მირ­ჩევ­ნია და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­სო. და­გა­ვი­წყდათ რაც იყო ბრა­ზი­ლი­ა­ში? სხვა­თა შო­რის, ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი ამი­ტომ წა­მო­ვი­და. ჩვენ ისე გა­ვა­კე­თებთ, მალე ალ­ბათ ქარ­თუ­ლი შტა­მი გვექ­ნე­ბა. რა დრო­ის კონ­ცერ­ტე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბია", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 376 ჯერ