ამ გვერდის ამობედვა

რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას სკოლები - ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდება. 

ექიმის თქმით, ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობა მაღალია და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს.

 

"ციფრები, რომელიც დღეს გვაქვს ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

წაკითხვა 434 ჯერ

სიახლეები