ამ გვერდის ამობედვა

ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი დაიხურა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კლინიკური სექტორზე წნეხი შედარებით შემცირდა, თუმცა ეს შემცირება ჯერჯერობით უმნიშვნელოა. 

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა ქვეყანაში. შემცირდა ახლად ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, შემცირდა აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობა და შესაბამისად შემცირდა წნეხი კლინიკურ სექტორზე, თუმცა ეს ჯერ უმნიშვნელო შემცირებაა. მაინც უზარმაზარი წნეხია.

 

საველე ჰოსპიტლების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ისინი ერთგვარი სარეზერვო ფონდია. თუ კლინიკაში მობილიზებული საწოლები საკმარისია სტაციონარული დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების მისაღებად, მაშინ, ბუნებრივია, საველე ჰოსპიტლები განიტვირთება. ის იტვირთება მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება კლინიკების საწოლფონდის შესაძლებლობები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წაკითხვა 271 ჯერ

სიახლეები