ამ გვერდის ამობედვა

მეცნიერებმა შექმნეს პირბადე, რომელიც კორონავირუსს ანეიტრალებს

მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის (UNAM) მკვლევრებმა ვერცხლისა და სპილენძის ნანო ფენისგან სამედიცინო პირბადე შექმნეს, რომელიც SARS-CoV-2-ს ანეიტრალებს.

ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

 

უნივერსიტეტმა  გამოგონებაა SakCu უწოდა, საიდანაც Sak ნიშნავს ვერცხლს და Cu არის სპილენძის ქიმიური სიმბოლო.

 

პირბადე კორონავირუსის გამომწვევ ვირუსს 80%-ით დაახლოებით 8 საათში კლავს.

 

მეცნიერთა აზრით, ვერცხლისა და სპილენძის ნანო ფენასთან კონტაქტისას SARS-CoV-2 გარსი იშლება და მისი რნმ ზიანდება.

წაკითხვა 331 ჯერ