ამ გვერდის ამობედვა

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, COVID-19- ის დიაგნოზის მქონე პაციენტების, მათ შორის ორსულების ბინაზე მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო.

"COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვასა და მეთვალყურეობას რესპუბლიკური საავადმყოფო ცენტრალური ონლაინ კლინიკის ექიმების (მათ შორის, ორსულების მართვას - მეან-გინეკოლოგების) მეშვეობით უზრუნველჰყოფს.

 

კლინიკის მიერ პაციენტთა მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროტოკოლებისა და ინსტრუქციების მიხედვით მოხდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 372 ჯერ