ამ გვერდის ამობედვა

"ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა"

უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

"უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს;

ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასო და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წაკითხვა 315 ჯერ