ამ გვერდის ამობედვა

შემცირდა თუ არა ორსულებში ინფიცირების შემთხვევები - მინისტრის კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 

მისივე თქმით, ორსულებს, რომლებსაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდებათ, მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. 

 

"ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ყურადღებას რომელი ორსულებიც საჭიროებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 296 ჯერ