რა ახალი გადაწყვეტილებები გამოცხადდება ორშაბათს - პაატა იმნაძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პანდემიის მართვა. მისი განცხადებით საქართველო, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნების მართვის ფორმას აირჩევს, რაც კოვიდპასპორტების შემოღებასა და მოქალაქეებისთვის რამდენიმე შემოთავაზებული ვარიანტიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას გულისხმობს.
პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება.
"ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ, იქ არ არის მხოლოდ აცრა. იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და პისიარი" ან სწრაფი ტესტირება. უბრალოდ, ვადა ექნება განსხვავებული, სამ დღიანი "PCR" ტესტირება და ერთ დღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ",- განაცხადა პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი