ამ გვერდის ამობედვა

რა შეიძლება გამოიწვიოს ახალმა შტამმა - თამარ გაბუნიას განმარტება

"ომიკრონის" გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის გადაწყვეტილება ყველამ დროულად უნდა მიიღოს. 

 

"ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ "დელტა" შტამის დამანგრეველი შედეგები. ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 338 ჯერ