ამ გვერდის ამობედვა

„ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება - შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ“ - კულუმბეგოვი

„ხვალ10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს,“-ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პანდემიის ეს ტალღა მიდის “სწორი-მიმართულებით” , შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.

შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.

დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს,“- წერს კულუმბეგოვი.

წაკითხვა 297 ჯერ

სიახლეები