ამ გვერდის ამობედვა

ყველანი აცრებზე - ამირან გამყრელიძე 2022 წლის იმუნიზაციის გეგმაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის დღევანდელ საბჭოზე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ახალი გეგმა განიხილეს - მისი თქმით, 2022 წლის გეგმის თანახმად განსაზღვრულია, რომ ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული.

"ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე - პირველ ექვს თვეში,  თუ გვინდა, რომ ჩვენ ომიკრონის ტალღა შევაჩეროთ, შევაკაოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. ყველა თანხმდება, რომ პანდემიის და ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე", - თქვა გამყრელიძემ.

 

ინფორმაციისთვის,3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42,6%. 

წაკითხვა 319 ჯერ

სიახლეები