ამ გვერდის ამობედვა

დადასტურდა, რომ აჭარაში 53 წლის პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ 53 წლის პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა.

როგორც ოფიციალურ უწყებაში აცხადებენ, ფაქტი ლაბორატორიულად დადასტურდა.

აჭარაში 53 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს დილით გარდაიცვალა.

გრიპის ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავადობა 100 000 ადამიანზე 180-ს შეადგენს. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებენ. 

მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი - ეს სიმპტომები სწორედ სეზონური გრიპისთვის არის დამახასიათებელი. 

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა რამდენიმე დღის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ოჯახის ექიმს მიმართონ.

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ელოდება.

გრიპის ვირუსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაშია გავრცელებული. 

imedinews.ge

წაკითხვა 1396 ჯერ