ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში H1N1 გრიპის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია.

30 წლის ქალი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 38 კვირის ორსული საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შემოვიდა.

 

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ფორმის ვირუსული პლევმონია, სეფსისი და სეპტიური შოკი, ასევე პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

 

პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალის შემოყვანიდან 24 საათის განმავლობაში ჩატარდა საკეისრო კვეთა, პაცინეტის მდგომარეობა კი კვლავ მძიმე იყო.

 

ექიმების თქმით, დაავადება განვითარდა, რის შემდეგაც მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფებოდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

წაკითხვა 1086 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 25 2018