ამ გვერდის ამობედვა

ეპიდ - ვითარება საქართველოში 29 მარტის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 903 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 698 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 175 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 728 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 243-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.12%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 50, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი -19, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 055 საიდანაც, 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 319, აჭარაში - 39, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 159 პირი, მათ შორის, თბილისში - 89, აჭარაში - 24, იმერეთში - 24. 7 463 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

წაკითხვა 396 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2022